ფეხბურთი

22:44 | 19.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ასტანას" მწვრთნელი: "თამაში გადავაწყვეთ, ბოლო წუთებში კი გაგვიმართლა"

ყაზახური „ასტანას“ მთავარმა მწვრთნელმა გრიგორი ბაბაიანმა „დინამო თბილისთან“ მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ბოლო წუთებზე მის გუნდს გაუმართლა, რადგან შეიძლებოდა გოლი გაეშვა.

„საწყისი 20 წუთი პოზიციური თამაში მიდიოდა. „დინამოს“ გოლმა დაგვძაბა, შესვენებაზე ვეცადეთ, რომ ცვლილებები მოგვეხდინა, გაგვიმართლა, რომ ორი გოლი სწრაფად გავიტანეთ. ბოლო წუთები გაგვიჭირდა, წნეხში ვიყავით, მაგრამ მთავარია, რომ შედეგს მივაღწიეთ.

ჩვენი გამარჯვების მთავარი შემოქმედი გუნდური სულისკვეთებაა. გასახდელში ამის შესახებ ვისაუბრეთ კიდეც. ტაქტიკურადაც გადავეწყეთ, რამაც თავისი შედეგი გამოიღო. უფრო მეტად ცენტრის ათვისება ვცადეთ. შეიძლებოდა კიდევ გატანა, მაგრამ გაშვებაც და ბოლო წუთებში გაგვიმართლა კიდეც.

სანამ „დინამო“ გოლს გაგვიტანდა, მანამდე თამაში საჩვენოდ მიდიოდა. გოლმა ჩვენი გეგმები არია, ინიციატივაც დავკარგეთ, თუმცა, შესვენებაზე მოვახერხეთ გადაწყობა, რაშიც ცვლილებებიც დაგვეხმარა. გავაანალიზეთ და დავინახეთ, რომ დარბოს უფრო მეტი შანსი ექნებოდა ზურგს უკან ჩაკიდებულ ბურთებსა და ძალისმიერ თამაშში. ის ბევრს შრომობს და ყველაფერი წინ აქვს“, - თქვა ბაბაიანმა.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისმა“ კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა, რომლის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტის „ჰამრუნს“ დაუპირისპირდება.

0.1259