ფეხბურთი

17:36 | 19.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

საკი: "ნაპოლის" არასდროს მოუგია ზედიზედ ორჯერ სკუდეტო და სპალეტის გარეშე ფავორიტიც არაა"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ განაცხადა, რომ „ნაპოლი“ მომდევნო სეზონში სერია A-ს ფავორიტი არ არის. მას „აძურის“ შესახებ რამდენიმე ეჭვი აქვს, მთავარი კი ლუჩანო სპალეტის გუნდიდან წასვლაა.

„ნაპოლიში“ გარკვეული ეჭვი მეპარება. მთავარი საშიშროება ის არის, რომ სპალეტი გუნდში აღარ არის, ადამიანი, რომელმაც შექმნა შესანიშნავი მანქანა და რომელიც გასულ სეზონში დამსახურებულად იყო დომინტანტი.

კიდევ ერთი უცნობი ფაქტორი არის: შეინარჩუნებენ თუ არა ფეხბურთელები წარსულში გამოვლენილ მოკრძალებას? ისტორიაც უნდა ვახსენოთ: მარადონასთან ერთადაც კი „ნაპოლიმ“ ვერ მოახერხა ზედიზედ ორჯერ ჩემპიონობა. ამის მიზეზი უნდა არსებობდეს. ასე რომ, თუ „ნაპოლი“ ისევ მიაღწევს წარმატებას, გამონაკლისი იქნება“, - თქვა საკიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს, სტუმრად გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ დაუპირისპირდება.

0.112603