„ბარსელონამ“ ორიოლ რომეუს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 31 წლის ფეხბურთელი მშობლიურ კლუბს, რომლის აკადემიაში გაიზარდა, „ჟირონადან“ დაუბრუნდა.
რომეუმ „ბარსასთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელშიც მის გამოსასყიდ თანახად ესპანელებმა 400 მილიონი ევრო მიუთითეს...
ორიოლ რომეუ „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია, თუმცა მთავარ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და გუნდი 2011 წელს დატოვა. მას შემდეგ ესპანელმა „ჩელსიში“, „ვალენსიაში“, „შტუტგარტში“, „საუთჰემპტონსა“ და „ჟირონაში“ ითამაშა.