ფეხბურთი

1:00 | 19.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ასტანას" ფეხბურთელი: "დინამოს" თამაშის ანალიზის შემდეგ შემიძლია ერთი ფეხბურთელი გამოვარჩიო"

„ასტანას“ ფეხბურთელმა ელხან ასტანოვმა „დინამო თბილისთან“ მატჩამდე ისაუბრა. როგორც ყაზახმა ნახევარმცველმა აღნიშნა, მათი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა, მეტოქის რიგებიდან კი უსმანე კამარა გამოარჩია.

„პირველ მატჩში ცოტა ვითამაშე, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე რა დროც არ უნდა გავატარო მოედანზე, ეს გამოცდილებაა, რისთვისაც მწვრთნელს მადლობას ვუხდი. სამწუხაროდ ასტანაში ფანები ვერ გავახარეთ, ამჯერად ვეცდებით, ეს გამოვასწოროთ. ჩვენი მთავარი ამოცანა მომდევნო ეტაპზე გასვლაა.

„დინამოდან“ კონკრეტულად ვერავის გამოვყოფ, რადგან მოედანზე ცოტა დრო გავატარე. თუმცა, თეორიაზე ფეხბურთელები გავაანალიზეთ და შემიძლია უსმანე კამარა ვახსენო. მაგრამ, უნდა აღინიშნოს მთელი გუნდი, „დინამო“ ძალიან კარგია გუნდია, რომელსაც გულშემატკივრები დაეხმარებიან, თუმცა გვჯერა ჩვენი ძალის და არც ჩვენ ვიქნებით მხარდაჭერის გარეშე“, - თქვა ასტანოვმა.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ყაზახეთში 1:1 დასრულდა, ხოლო ამჯერად გუნდები „დინამო არენაზე“ 19 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

0.118292