Telelombardia-ს ჟურნალისტმა ფაბიო რავეცანიმ განაცხადა, რომ აურელიო დე ლაურენტისს გაუმართლა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შეძენა მოახერხა.
თუმცა, ცნობილი ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ მსგავსი ტრანსფერების გაკეთება ყოველწელს შეუძლებელია.
„დე ლაურენტისი? სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ისეთი ფანტასტიკური ტრანსფერები, როგორებიცაა კვარას და ოსიმენის შეძენა, ყოველწელს არ ხდება. ამიტომ, საჭიროა, არა მხოლოდ კარგად იმუშაო, არამედ იღბალიც“, - თქვა რავეცანიმ.