„ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ, გუნდის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა დაარწმუნა, რომ „ჟირონას" ნახევარმცველი, ორიოლ რომეუ, რომელიც კატალონიელთა ბანაკში დაბრუნებასთან ახლოსაა, ამ სეზონში დიდი სიურპრიზი იქნება - წერს ტვიტეზე ჟურნალისტი ჩავი მიგელი.
გარიგების ფარგლებში, საპირისპირო მიმართულებით 20 წლის ნახევარმცველი პაბლო ტორე გაემგზავრება. ფეხბურთელი მომავალ სეზონში „ჟირონაში“ იჯარით ითამაშებს. რომეუმ კი უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და მზადაა „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გააფორმოს. ორიოლი ჩავის გუნდს სავარაუდოდ ამ კვირაში შეუერთდება.
„ბარსელონა“ ჟირონას 4,5 მილიონ ევროს გადაუხდის 31 წლის დაცვით ნახევარმცველში. რომეუ კატალონიელთა აღზრდილია, ფეხბურთელი ბარსაში 2010-2011 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც ლონდონის „ჩელსიში“ გადავიდა. მერე იყო „საუთჰემპტონი“ (იჯარა „ვალენსიასა“ და „შტუტგარტში“) და ბოლოს „ჟირონა“.