„ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, მისი კლუბის „მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველის, ბერნარდუ სილვას მიმართ ინტერესის შესახებ კითხვას უპასუხა.
მსურს ბერნარდუ სილვას „ბარსელონაში“ ხილვა? დიახ, ძალიან მინდა”, – ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Soc Blaugrana.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ „ბარსელონას" პორტუგალიელი ნახევარმცველის „მანჩესტერ სიტიდან" ტრანსფერისთვის 150 მილიონი ევროს გადახდა დასჭირდება.
2022/2023 წლების სეზონში სილვამ „სიტის“ მაისურით 55 მატჩი ჩაატარა, შვიდი ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის კონტრაქტი „ქალაქელებთან“ 2025 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.