ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი შესაძლოა „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდეს, თუმცა, სერბ ფეხბურთელს ფრანგული კლუბის ფანების ნაწილი უკვე ემუქრება.
გაჩნდა ბანერი, რომელზეც წერია: „ვლაჰოვიჩ, პარიზში სამ თითს მოგაჭრით!“ როგორც ირკვევა, ეს უკავშირდება ფოტოს, რომელიც სერბეთის ნაკრებში თამაშისას ვლაჰოვიჩმა გადაიღო ფილიპ კოსტიჩსა და ალეკსანდრ მიტროვიჩთან ერთად, სადაც სამი თითი აქვს გამოსახული და აცვია მაისური, რომელზეც დატანილი სერბეთის რუკა, რომლის შემადგენლობაში კოსოვოც შედის.
კოსოვოში მიაჩნიათ, რომ სამი თითის ჟესტი კოსოვოელთა გენოციდის სიმბოლოა და როგორც ჩანს, მუქარაც ამას უკავშირდება...
შეგახსენებთ, რომ დუშან ვლაჰოვიჩს პსჟ 5-წლიან კონტრაქტს, სეზონში 11 მილიონი ევროს ანაზღაურებით სთავაზობს.