ფეხბურთი

0:22 | 17.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" არგენტინელი ნახევარმცველით დაინტერესდა

„ნაპოლის“ არგენტინის ნაკრების ნახევარმცველის, ჯოვანი ლო ჩელსოს დამატება სურს, რომელიც ლონდონის „ტოტენჰემის“ საკუთრებაშია.

იტალიური მედიის ცნობით, ნეაპოლელებს ინგლისელებთან პირველი კონტაქტი უკვე ჰქონდათ. უცნობია, დეტალები, მაგრამ „აძური“ ლო ჩელსოს იჯარით დამატებას გეგმავს გამოსყიდვის უფლებით.

ჯოვანი ლო ჩელსომ გასული სეზონი იჯარით „ვილიარეალში“ გაატარა და 29 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. მას კარიერის განმავლობაში „როსარიო სენტრალში“, „პარი სენ-ჟერმენში“, „ბეტისსა“ და „ტოტენჰემში“ აქვს ნათამაშები.

0.126885