საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ნაკრებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და მეორე გამარჯვება მოიპოვა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ მატჩში ირის ანტმანის გუნდმა მეტოქეს 3:1 სძლია.
საქართველოს ნაკრების რიგებში გოლები თეონა ბაქრაძემ, ნათია დანელიამ და თინათინ ამბალიამ გაიტანეს. სომხეთის ნაკრებთან 13 ივლისს ჩატარებული პირველი ამხანაგური მატჩი ჩვენმა გუნდმა 5:0 მოიგო.
სომხეთის ნაკრებთან ჩატარებული ამხანაგური მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის ერთა ლიგის გათამაშებისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. უახლოეს ოფიციალურ მატჩებს ჩვენი გუნდი სექტემბერში, თურქეთის და ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს.