იტალიური „ფროზინონე“ ნიგერიელი თავდამსხმელის, ჯოშ მაჯას მიმართ ინტერესს იჩენს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
24 წლის ფორვარდი ამჟამად უგუნდოდაა და თავისუფალი აგენტია. მაჯამ გასული სეზონი ზურიკო დავითაშვილის „ბორდოში“ გაატარა, სადაც ლიგა 2-ში 16 გოლი გაიტანა. ჟირონდელებში მას ჯამში 93 შეხვედრაში 29 გოლი აქვს გატანილი.
ნიგერიელს, რომელიც ინგლისში დაიბადა, კარიერის განმავლობაში უთამაშია „სანდერლენდში“, „ფულჰემსა“ და „სტოკ სიტიში“, ნიგერიის ნაკრებში კი მხოლოდ ერთი მატჩი აქს ჩატარებული (2019 წელს).