ფეხბურთი

11:47 | 16.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" ფრანკ კესის დამატება სურს

ტურინის „იუვენტუსი“ „ბარსელონადან“ ფრანკ კესის ტრანსფერზე მუშაობს. Sky Sport-ის ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონის“ მიზანია, რომ კოტ დივუარელი ფეხბურთელი იჯარით გაიფორმოს.

კესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, თუმცა გუნდის ნახევარდაცვაში არსებული დიდი კონკურენციის გამო, შესაძლოა ფეხბურთელს შეელიოს. „იუვეს“ სურს, რომ კესი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით დაიმატოს.

გასულ სეზონში 26 წლის აფრიკელმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 43 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა. მას კარიერის უმეტესი და საუკეთესო წლები იტალიაში აქვს გატარებული, სადაც „ჩეზენას“, „ატალანტას“ და „მილანის“ ღირსებას იცავდა.

0.103288