ფეხბურთი

1:33 | 16.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"კარლსრუეს" მწვრთნელი: "ზივზივაძეს სხვა კლუბი იწვევს და წასვლა სურს"

ბუდუ ზივზივაძის და „კარლსრუეს“ ურთიერთობა სრულდება. გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა ამის შესახებ ადგილობრივ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

როგორც აიხნერმა აღნიშნა, ბუდუს აქვს შეთავაზება, რომლის მიღება სურს და კლუბიც არ არის წინააღმდეგი, რომ 29 წლის ქართველი გაყიდოს.

„მას აქვს შეთავაზება სხვა კლუბისგან, რომლის მიღება სურს. ეს ასევე საინტერესოა კლუბისთვის, ამიტომ, მუშაობა მიმდინარეობს. ეს გვიხსნის ფინანსურ შესაძლებლობებსაც, ამიტომ ჭკვიანურად უნდა ვიმუშაოთ“, - თქვა აიხნერმა.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა, მაგრამ ტრავმის გამო ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა. მან გასულ სეზონში 10 შეხვედრაში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. კონტრაქტი ბუდუსა და „კარლსრუეს“ შორის 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. უცნობია კლუბის ვინაობა, სადაც ქართველ ფორვარდს გადასვლა სურს.

0.114862