საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი „რაიო ვალეკანოს“ უახლოვდება, რომელიც ლა ლიგის ბინადარია.
GolaTV-ის ცნობით, ქართველმა ფეხბურთელმა „კრემონეზეს“ ხელმძღვანელობას გუნდიდან გაშვება სთხოვა. თავის მხრივ, „რაიო“ მზადაა 25 წლის ფეხბურთელში 2.5 მილიონი ევრო გადაიხადოს და თუ კრემონელები ამ შეთავაზებას დათანხმდებიან, ლუკა „რაიო ვალეკანოს“ ფეხბურთელი გახდება.
მოგეხსენებათ, „კრემონეზე“ სერია B-ში დაქვეითდა, შესაბამისად, ლა ლიგაში თამაში პერსპექტივა ახლა ლუკასთვის უფრო საინტერესო უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ ერთი წლის წინ ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ შეუერთდა. გასულ სეზონში ქართველმა მცველმა იტალიურ გუნდში სერია A-ში 25 მატჩი ჩაატარა (1 გოლი, 2 საგოლე პასი), ხოლო იტალიის თასზე ორჯერ ითამაშა.