სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

16:42 | 15.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის მე-11 გოლი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში

სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 23-ე ტურში ვაკო ყაზაიშვილის „ულსან ჰიუნდაი“ სტუმრად „სუვონთან“ 1:3 დამარცხდა, მაგრამ ქართველმა გოლი გაიტანა.

ვაკო არ იყო ძირითად შემადგენლობაში, მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა, როცა მისი გუნდი უკვე 0:1 მარცხდებოდა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3.

ვაკომ 3-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა და 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, რითაც ბომბარდირთა დავაში კიდევ ორ ფეხბურთელთან ერთად ლიდერია.

„ულსან ჰიუნდაიმ“ ზედიზედ მეორედ წააგო, მაგრამ პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ „პოჰანგს“ 15 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში კი 21 ივლისს, „ჯეჯუს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114666