ფეხბურთი

14:03 | 15.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" იან ზომერთან პირად კონტრქტზე შეთანხმებას მიაღწია

მილანის „ინტერი“ მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარის იან ზომერის შეძენას უახლოვდება. იტალიური მედია წერს, რომ „ნერაძურიმ“ შვეიცარიელ მეკარესთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია.

ახლა მილანელებმა მოლაპარაკება „ბაიერნთან“ უნდა მოახერხონ და ტრანსფერსაც მწვანე შუქი აენთება. აღსანიშნავია, რომ „ინტერი“ უკვე დატოვა სამირ ჰანდანოვიჩმა, ხოლო ანდრე ონანას „მანჩესტერში“ გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია.

თავის მხრივ, ზომერის „ბაიერნიდან“ წასვლა იმას ნიშნავს, რომ მიუნხენელებს ახალი მეკარე დასჭირდებათ. ცოტა ხნის წინ აქტიურად წერდნენ გიორგი მამარდაშვილის შესახებ, თუმცა, ბოლო დღეებია ამ თემაზე ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე დაიწერა იასინ ბონოს ვარიანტზეც.

შეგახსენებთ, რომ იან ზომერი „ბაიერნს“ მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა, მაგრამ მანუელ ნოიერმა ტრავმა მოირჩინა და შვეიცარიელსაც მეორე მეკარის სტატუსით მიუნხენში დარჩენა არ სურს.

0.125565