ფეხბურთი

13:25 | 15.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციო" არგენტინელ ფორვარდთან ახლოსაა, ეს მიქაუტაძის ვარიანტის გამორიცხვას ნიშნავს?

რომის „ლაციო“ ახლოსაა არგენტინელი ფეხბურთელის, ტატი კასტელანოსის შეძენასთან, რომელიც ამერიკული „ნიუ-იორკ სიტის“ საკუთრებაშია.

Sky Sport-ის ცნობით, რომაელებმა პრაქტიკულად შეთანხმებას მიაღწიეს და ტრანსფერი დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაუჯდებათ. 24 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში იჯარით „ჟირონაში“ ითამაშა, სადაც 37 მატჩში 14 გოლი გაიტან, მათ შორის გამორჩეულია მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ შესრულებული პოკერი.

აღსანიშნავია, რომ თუ ტრანსფერი დადასტურდა, ეს დიდი ალბათობით იმას ნიშნავს, რომ რომაელებში გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი გამოირიცხება, რადგან კასტელანოს ჩირო იმობილეს დუბლიორად მიიჩნევა, ამავე პოზიციაზე განიხილებოდა გიორგის ვარიანტიც.

0.115968