ჩოგბურთი

22:05 | 14.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს ალკარასი უიმბლდონის ფინალშია

კარლოს ალკარასი უიმბლდონის ფინალში გავიდა. ესპანელმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალური შეხვედრა ძალიან მარტივად მოიგო.

ალკარასმა ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში რუსი დანიილ მედვედევი დაჩაგრა და სამ სეტში, 6:3, 6:3, 6:3 დაამარცხა. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ბრძოლა პრაქტიკულად არ იყო - ალკარასი ერთი თავით მაღლა იდგა თავის მეტოქეზე.

კარლოს ალკარასი მეორე ესპანელია რაფაელ ნადალის შემდეგ, რომელმაც უიმბლდონის ფინალში გასვლა მოახერხა, მას შემდეგ, რაც ეს ტურნირი გრანდ სლემია. ამასთან, ალკარასი ყველაზე ახალგაზრდა ფინალისტია უიმბლდონზე 2006 წლისა და იმავე რაფა ნადალის შემდეგ.

კარლოსი უიმბლდონის ფინალში 16 ივლისს, ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება.

0.11812