ფეხბურთი

2:08 | 14.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტირანას" მწვრთნელი: "გუნდი იმსახურებს შექებას, რადგან არ დანებდა"

„ტირანას“ მთავარმა მწვრთნელმა ორგეს შეჰიმ „დინამო ბათუმთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა თამაშის შედეგი შეცვალეს და გუნდი შეაქო, რომ არ დანებდა.

„ცვლილებების გათვალისწინებით გარკვეულწილად პოზიტიური მატჩია. კარგად ვითამაშეთ, თუმცა შეტევაში უკეთესად მოქმედება შეიძლებოდა. გვინდოდა უფრო აგრესიულად გვეთამაშა, ცენტრში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ფლანგებზე უკეთ შეიძლებოდა და ცვლილებებიც ამიტომ გავაკეთე.

დროის ფაქტორი მნიშვნელოვანი რომ იქნებოდა, ვიცოდი, რადგან ახალი ფეხბურთელები ცოტა ხნის წინ დავიმატეთ და მოკლე დროში შეთამაშება ძნელია. ზოგიერთი მომენტის თავიდან აცილება შეიძლებოდა უფრო ჭკვიანურად რომ გვეთამაშა, არც გოლს გავუშვებდით. გუნდი კომპლიმენტებს იმსახურებს, რადგან არ დანებდა და მოედანზე აჩვენა ის, რაზეც ვილაპარაკეთ. სათადარიგო სკამი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ძირითადი შემადგენლობა. დაცვით ფაზაში გარკვეული სირთულეები გვქონდა, მაგრამ მათ საფრთხე ვერ შეგვიქმნეს.

პირველი მატჩისა და მეტოქის ნახვის შემდეგ ახლა უფრო ნათელი სურათი გვაქვს. შესაძლოა ცვლილებები მოხდეს, ვნახოთ. მიხარია, რომ დღეს შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს და შედეგი შეცვალეს“, - თქვა შეჰიმ.

შეგახსენებთ, რომ „დინამო ბათუმისა“ და „ტირანას“ საპასუხო მატჩი 20 ივლისს, ბათუმში გაიმართება.

0.122455