ფეხბურთი

1:05 | 14.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დუნაისკა სტრედას" მწვრთნელი: "მეტოქეს აქვს ხარისხი და სტუმრად დიდი გამოწვევა გველოდება"

„დუნაისკა სტრედას“ მთავარმა მწვრთნელმა ადრიან გულ’ამ გორის „დილასთან“ მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გამარჯვებით ბედნიერია, მაგრამ ჯერ მხოლოდ ერთი ტაიმი დასრულდა.

„შესანიშნავი მატჩი იყო ჩვენი შესანიშნავი გულშემატკივრების წინაშე. გამარჯვებით გახარებულები ვართ, მაგრამ ჯერ მხოლოდ ერთი ტაიმი გვაქვს ჩატარებული. მეტოქეს აქვს ხარისხი, კარგად იჭერდა ბურთს. ჩვენთვის საბედნიეროდ ისინი არ იყვნენ განსაკუთრებულად სახიფათონი, მიუხედავად იმისა, რომ პეტრაშმა მატჩის ბოლოს გვიხსნა. დაგვაკლდა მკვლელის ინსტინქტი, მეტი პროდუქტიულობა. 2:0-ზე 3:0 უნდა გაგვეხადა ანგარიში, სამაგიეროდ კი გოლი გავუშვით.

მეორე ტაიმში მეტოქემ რისკზე ითამაშა, ჩვენც გვქონდა მომენტები, საიდანაც მესამე გოლი უნდა გაგვეტანა. ასე არ მოხდა და შედეგი ისევ ღიაა. გასვლაზე დიდი გამოწვევა გველოდება. გვაქვს ხარისხი და მენტალიტეტი, რომ გასვლით თამაშს გავუმკლავდეთ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ“, - თქვა გულ’ამ.

შეგახსენებთ, რომ გორის „დილასა“ და „დუნაისკა სტრედას“ საპასუხო მატჩი 20 ივლისს, „თენგიზ ბურჯანაძის“ სტადიონზე გაიმართება.

0.131174