ფეხბურთი

0:10 | 14.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" ბოლო წუთზე დაკარგული გამარჯვება

„დინამო ბათუმმა“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ტირანასთან“ სტუმრად ფრე ითამაშა და საპასუხო შეხვედრის წინ ფავორიტია.

გია გეგუჩაძის გუნდს ალბანეთში უპირატესობა არ ჰქონია, თუმცა, მეტოქეც ბევრი ვერაფრით გამოირჩეოდა. საგოლე მომენტები კი ორივემ შექმნეს, საიდანაც გოლად თითო აქციეს.

„დინამო ბათუმი“ 67-ე წუთზე ჯოვინომ დააწინაურა, რომელსაც ირაკლი ბიძინაშვილმა მაგარი პასი გაუკეთა და ბრაზილიელმაც ცარიელ კარში გაიტანა. დასანანი ისაა, რომ აჭარლებს ძალიან ცოტა დააკლდათ მოგებამდე, რადგან მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუშვა. არდიტ ჰილამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.

საპასუხო მატჩი 20 ივლისს, ბათუმში გაიმართება და გამარჯვებულიც ამ შეხვედრაში გაირკვევა.

„ტირანა“ – „დინამო ბათუმი“ 1:1 (0:0)

ტირანა, „არენა კომბეტარე“

„ტირანა“ (4-4-2): სელმანი; ჰოშალარი (ლულაი 78), ჰილა, ნაიდოვსკი, მიჩი (პერგიონი 69); დოკა, იონუზი (ლუშკია 78), დელიუ, ლატიფი (ჰაქსიუ 78); აბაზაი, ჰასანი

მწვრთნელი: ორგეს შეჰი

„დინამო ბათუმი“ (4-2-3-1): ჩიჩკანი; მამუჩაშვილი, კობახიძე, ბალიჩი, გიორბელიძე; ტეიდი, ლიტვინენკო (მოსიაშვილი 71); წიტაიშვილი (კაპანაძე 67), ზარია (ღუდუშაური 67), იაკობსენი (ბიძინაშვილი 46); ჯოვინო (ჩაბრაძე 86)

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გოლები: 0:1 ჯოვინო (67), 1:1 ჰილა (90)

გაფრთხილება: გიორბელიძე (63), ჩიჩკანი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (7) – 8 (4) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: რობერტ ჯონსი (ინგლისი)

0.123138