ფეხბურთი

19:37 | 13.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველიამ "ნეფთჩი" დატოვა

სოლომონ კვირკველიამ ბაქოს „ნეფთჩი“ დატოვა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. Azerisport-ის ცნობით, ქართველმა კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.

წყაროს თანახმად, კლუბის პრესსამსახურში ამის მიზეზად მთავარი მწვრთნელი ადრიან მუტუ დაასახელეს. რუმინელმა ორიოდ დღის წინ ჩაიბარა „ნეფთჩი“ და ქართველ მცველზე უარი თქვა.

თუმცა, მუტუს ბაქოში გამოჩენამდე კვირკველია კლუბთან ერთად პრესეზონს ემზადებოდა, მათ შორის, ორი მატჩი ითამაშა სანქტ-პეტერბურგში ოთხთა ტურნირზე. ჯერჯერობით, უცნობია სად გააგრძელებს ქართველი მცველი კარიერას.

შეგახსენებთ, რომ კვირკველიამ „ნეფთჩიში“ მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა და 42 მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო. მანამდე ქართველ მცველს „გაგრაში“, „მეტალისტში“, „როტორში“, მოსკოვის „ლოკომოტივში“, „რუბინსა“ და „ნეფტეხიმიკში“ აქვს ნათამაშები.

0.121511