ფეხბურთი

0:33 | 13.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" გერმანელი მცველი დაიმატა, მან ცოტა ხნის საქართველოში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა

მილანის „ინტერმა“ გერმანიის 21-წლამდე ნაკრების კაპიტანი იან ბისეკი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

22 წლის ფეხბურთელთან იტალიელებმა კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმეს. „ინტერმა“ ის დანიური „ორჰუსიდან“ დაიმატეს. ბისეკი „კიოლნის“ აკადემიაში გაზრდილი, შემდეგ „ჰოლშტეინ კილსა“ და „როდაშიც“ ითამაშა, ხოლო დანიაში 2021 წლიდან იყო.

იან ბისეკმა ცოტა ხნის წინ საქართველოში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ჯგუფურ ეტაპზე ისრაელის ნაკრებთან მატჩში გოლიც გაიტანა. ბისეკი "ნერაძურის" მესამე ახალწვეულია მარკუს ტურამისა და დავიდე ფრატეზის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ დღეს "ინტერი" ოფიციალურად დაემშვიდობა სამირ ჰანდანოვიჩს, რომელსაც კონტრაქტი ამოეწურა. სლოვენიელმა მეკარემ იტალიურ კლუბში 2012 წლიდან 455 მატჩი ჩაატარა.

0.117047