„ნაპოლის“ ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს მაურო მელუზოს სახით, რომელმაც კრისტიანო ჯუნტოლი შეცვალა. ინფორმაცია კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გაავრცელა.
„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მაურო მელუზო არის ნაპოლის ახალი სპორტული დირექტორი. კეთილი იყოს მისი მობრძანება ჩვენს ოჯახში და წარმატებებს ვუსურვებ“, - დაწერა აურელიომ სოციალურ ქსელში.
მელუზოს დანიშვნა იტალიური მედიისთვის მოულოდნელი იყო, აქამდე ყველაზე ხშირად რიკი მასარას ვარიანტზე საუბრობდნენ. 65 წლის მენეჯერს პატარა იტალიურ კლუბებში მუშაობის გამოცდილება აქვს - „ფოჯაში“, „პადოვაში“, „პიზაში“, „სანჯოვანეზეში“, „ტერამოში“, "ლეჩეში", „ტერნანასა“ და „სპეციაში“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი 2015-2023 წლებში კრისტიანო ჯუნტოლი იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ „იუვენტუსში“ გადავიდა.