ფეხბურთი

23:02 | 12.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ალ-ნასრს" ტრანსფერები აუკრძალეს

საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბ „ალ-ნასრს“ მიმდინარე ზაფხულში ტრანსფერების განხორციელება აუკრძალეს. ამის შესახებ Calcio e Finanza იტყობინება.

ფიფამ „ალ-ნასრის“ სატრანსფერო ბაზარი დაბლოკა, რისი მიზეზიც „ლესტერისთვის“ აჰმედ მუსას ტრანსფერში ბონუსების გადაუხდელობა გახდა. საუდელები თუ ბონუსს დაფარავენ, შეიძლება ფიფამ სანქცია გააუქმოს და ტრანსფერების განხორციელების უფლება მისცეს.

შეგახსენებთ, რომ „ალ-ნასრში“ კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს, ცოტა ხნის წინ კი მარსელო ბროზოვიჩი დაიმატა. ამ კლუბს „ნაპოლის“ მცველ მარიო რუის აქტიურად უკავშირებენ, თუმცა, სატრანსფერო ბანის გამო, შეიძლება გარიგება ერ შედგეს.

0.113683