ფეხბურთი

16:10 | 12.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "ოსიმენში 200 მილიონი შეიძლება საკმარისი არც იყოს"

„ნაპოლის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერში 200 მილიონი ევროს შეიძლება საკმარისი არც იყოს.

„სამწუხაროა, რომ დავტოვე ისეთი ძლიერი გუნდი, როგორიც „ნაპოლია“ და ფეხბურთზე შეყვარებული გარემო, რომელიც ამ ქალაქშია, მაგრამ ჩემი ოჯახისთვის მეტი დროის დათმობა მინდოდა. კლუბმა დიდი სამუშაო შეასრულა, რუდი გარსიას ვურჩევ, რომ მშვიდად იმუშაოს. ვინმე გადაიხდის დე ლაურენტისის მოთხოვნილ 200 მილიონს ოსიმენში? არ ვიცი, იქნებ, ეს 200 მილიონი საკმარისიც არ იყოს“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლი“ სკუდეტოს მოგების შემდეგ დატოვა და ამჟამად ფეხბურთისგან ისვენებ.

0.113755