ფეხბურთი

11:00 | 12.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კვერნაძემ "ფროზინონეში" პირველად ივარჯიშა

გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეში“ პირველად ივარჯიშა. ქართველი ფეხბურთელის ფოტოები იტალიურმა კლუბმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ამრიგად, გიორგის კარიერაში ახალი ეტაპი ოფიციალურად დაიწყო და მან ეუსებიო დი ფრანჩესკოს ხელმძღვანელობით პირველ საწვრთნელ პროცესში მიიღო მონაწილეობა. იტალიური კლუბი ივლისში ოთხ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, სადაც მას თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერნაძე „ფროზინონეს“ ფოთის „კოლხეთიდან“ ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. იტალიური კლუბი სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს „ნაპოლის“ უმასპინძლებს.

0.121561