ედვინ ვან დერ სარის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ განცხადება, ვეტერანი ნიდერლანდელი მეკარის მეუღლემ გააკეთა.
„ედვინი ისევ რჩება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მაგრამ სტაბილურია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყოველთვის, როცა ვინახულებთ, ის კომუნიკაბელურია. მოთმინებით უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება მისი მდგომარეობა“, - აღნიშნა ვან დერ სარის მეუღლემ.
შეგახსენებთ, რომ ედვინ ვან დერ სარი თავის ტვინიდან სისხლდენის გამო რამდენიმე დღეა საავადმყოფოშია.