11:19 | 11.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის პროკურატურამ კარლო ანჩელოტის წინააღმდეგ საჩივარი მიიღო

ესპანეთის პროკურატურამ მიიღო საჩივარი „ვალენსიას“ აქციონერებისგან, რომლებიც მოითხოვდნენ მადრიდის „რეალის" მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის დასჯას რასიზმში ცრუ ბრალდებების გამო - წერს Marca.

აქციონერებმა იტალიელი სპეციალისტი „ვალენსიისა“ და მისი გულშემატკივრების იმიჯის შელახვაში დაადანაშაულეს.

შეგახსენებთ, რომ პრიმერა დივიზიონის 35-ე ტურის მატჩის დროს, „ვალენსიას“ გულშემატკივრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მადრიდის „რეალის" თავდამსხმელ ვინისიუსს, რის გამოც მატჩი რვა წუთით შეჩერდა.

„ვალენსია“ 45 ათასი ევროთი დააჯარიმეს და მათი სტადიონის, „მესტალიას“ ერთ-ერთი ტრიბუნა ხუთი მატჩით დახურეს, მაგრამ მოგვიანებით სასჯელი სამ მატჩამდე და 27 ათას ევრომდე შეუმცირეს.

0.112748