ფრანგმა საფეხბურთო ექსპერტმა, დანიელ რიოლომ, განაცხადა, რომ თავდამსხმელი კილიან მბაპე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს პსჟ-ს არ დატოვებს.
„მბაპე მომავალ სეზონში პსჟ-ში იქნება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კლუბმა მისი სათადარიგოთა სკამზე დასმა გადაწყვიტა, მბაპე კლუბში დარჩება. ის მზადაა შეეგუოს ამ სიტუაციას“, - ციტირებს რიოლოს სიტყვებს RMC Sport.
შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მბაპემ პსჟ-ს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნა, რომ კლუბთან ხელშეკრულების განახლებას არ აპირებდა. ფრანგს კონტრაქტი პარიზელებთან 2024 წლამდე აკავშირებს.
მბაპეს კარიერის გაგრძელების ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი მადრიდის რეალია.
გასულ სეზონში 24 წლის ფორვარდმა პსჟ-ის შემადგენლობაში 34 მატჩი ჩაატარა, 29 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეარულა.