ფეხბურთი

1:44 | 11.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "ახლა ერთადერთი კლუბი არსებობს, რომელსაც ოსიმენის შეძენა შეუძლია"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ვიქტორ ოსიმენის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ერთადერთი კლუბი არსებობს, რომელსაც ახლა ნიგერიელი ფორვარდის ყიდვა შეუძლია.

„ოსიმენი მომდევნო სეზონშიც ჩვენთან თუ იქნება, ხომ კარგი, თუ არადა, ამ პრობლემას მოვაგვარებთ და აუცილებლად ვიპოვით ძლიერ ფეხბურთელს, რომელსაც მისი შეცვლა შეუძლია. თუმცა, მაინც მგონია, რომ ოსიმენი მომდევნო სეზონშიც ჩვენთან დარჩება.

ერთადერთი კლუბი, რომელსაც მისი ყიდვა შეუძლია, „პარი სენ-ჟერმენია“. ასე რომ, თუ ალ-ხელაიფის უნდა ორი ასეული მილიონის დახარჯვა, დაველოდებით და შევაფასებთ“, - თქვა დე ლაურენტისმა Mediaset-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება.

0.117593