ფეხბურთი

20:14 | 10.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლოტიტო: "მილინკოვიჩ-სავიჩის საუდის არაბეთში წასვლა ნიშნავს, რომ სტიმული მხოლოდ ფულია"

„ლაციოს“ პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი კარიერის გაგრძელებას საუდის არაბეთში აპირებს. როგორც მან თქვა, ალბათ, სერბის ერთადერთი სტიმული ფულია, რადგან საუდის არაბეთში სხვა შემთხვევაში წასვლის სურვილი არ ექნებოდა.

სერბის "ალ-ჰილალში" ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია, ფეხბურთელი თანახმაა, რომ აზიაში გადავიდეს, სადაც სეზონში 20 მილიონ ევროს სთავაზობენ.

„არ ვიცი სტიმულის პრობლემა თუ არის, არაბეთში წასვლა თუ უნდა, ეს ნიშნავს, რომ სტიმული მხოლოდ ფულია. თუმცა, მას უნდა ჰკითხოთ, ბოლო წუთამდე ვცდილობდი შემენარჩუნებინა, მზად ვიყავით კონტრაქტის გასაგრძელებლად და ხელფასის მოსამატებლად. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ საბოლოოდ ფეხბურთელი წყვეტს რა უნდა გააკეთოს ცხოვრებაში. სერგეი შეკრებაზე გუნდთან ერთად იქნება, ამ დროისთვის სიტუაცია ასეთია. ჯერჯერობით, ოფიციალური შეთავაზება ჩვენ არ მიგვიღია, სანამ ის „ლაციოს“ წევრია, შეკრებაზე იქნება, როცა აღარ იქნება ჩვენი კლუბის წევრი, წავა იქ, სადაც წასვლას თვითონ გადაწყვეტს“, - თქვა ლოტიტომ.

შეგახსენებთ, რომ მილინკოვიჩ-სავიჩი „ლაციომ“ 2015 წელს ბელგიური „გენკიდან“ შეიძინა და მას შემდეგ მან იტალიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 341 შეხვედრაში 69 გოლის გატანა მოახერხა. კარიერა სერგეიმ სამშობლოში, „ვოივოდინას“ რიგებში დაიწყო, ხოლო სერბეთის ნაკრებში 43-ჯერ აქვს ნათამაშები და თავი 7-ჯერ გამოიჩინა.

0.116178