ფეხბურთი

20:50 | 10.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

მალდინი "ემპოლიში" ითამაშებს

ლეგენდარული პაოლო მალდინის შვილი, დანიელ მალდინი კარიერას „ემპოლიში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ტოსკანელებმა 21 წლის ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით დაიმატეს. დანიელმა გასული სეზონი იჯარით „სპეციაში“ გაატარა, სადაც 19 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მანამდე მან „მილანში“, რომელსაც მისი სატრანსფერო უფლებები ეკუთვნის, 24 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

0.113987