„ნაპოლიმ“ მომდევნო სეზონისთვის საშინაო და საგარეო მაისურები ოფიციალურად წარადგინა.
განახლებული მაისურების დიზაინზე ჯორჯო არმანიმ და ვალენტინა დე ლაურენტისმა ერთობლივად იმუშავეს. საშინაო ფორმა ტრადიციული ლურჯი ფერისაა, რომლის საყელო იტალიის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი, ხოლო საგარეო ფორმა თეთრი ფერის იქნება და მასზე დატანილია ნეაპოლის სიმბოლიკები.
„ნაპოლის“ ტექნიკური სპონსორი ისევ კომპანია EA7 იქნება, ხოლო შეიცვალა გენერალური სპონსორი - Lete MSC-მ შეცვალა. რა თქმა უნდა, მაისურზე დატანილია იტალიის სამფეროვანი დროშა, რადგან „ნაპოლი“ სკუდეტოს მოქმედი მფლობელია და ეს იტალიაში ტრადიციაა: მოქმედ ჩემპიონს მაისურზე იტალიის დროშა ამშვენებს.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს მომდევნო სეზონის პირველ ტურში 19 აგვისტოს, სტუმრად გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ დაუპირისპირდება.