ევროპის და მეტადრე ესპანეთის ბულვარული პრესა ძალიან სწუხს იმაზე, რომ ლეო მესის აშშ-ში გადაბარგებთ, მის მრავალრიცხოვან ევროპელ გულშემატკივრებსა და მასზე გულდათუთქულებს ტრფიალების საგანი ერთი ხელის მოსმით გაუქრებათ და სატრფოგადახვეწილი ადამიანების ამბავი ხომ უწყით? ცასა და დედამიწას შესძრავენ სანამ მესისთანა სხვა ვინმე გამოუჩნდებათ და მასზე გადაიტანენ ყურადღებას.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს ევროპელი ფანები ჯერ კიდევ საწუხარში არიან და პორტუგალიელის არაბეთში გადაბარგების შემდეგ, მისი ორივე სქესის გულშემატივრების ტანჯვა ზეცას შეჰბღავის.
ამ ფრიად მნიშვნელოვან თემაზე გამოცმა „დონ ბალონის“ ჟურნალისტმა ლეო მესის ჰკითხა კიდეც, მაგრამ ლეო მესიმ პასუხის გაცემის ნაცვლად, ხელები ისე უცნაურად და მოუხერხებლად გაასავსავა, როგორც „იუთუბის“ გვერდ „უჯარიმოდ“-ის წამყვანი აკეთებს ხოლმე, როდესაც სამხრეთიტალიური წარმოების გაზიანი სასმელის ობოლ ბოთლს უილაჯოდ ელაციცება.