ფეხბურთი

16:51 | 10.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი საუდის არაბეთში თამაშზე თანახმაა

სერბეთის ნაკრებისა და რომის „ლაციოს“ ლიდერი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი საუდის არაბეთში გადაბარგებასთან ახლოსაა.

იტალიური მედია წერს, რომ 28 წლის ფეხბურთელი უკვე დათანხმდა „ალ-ჰილალს“, რომელიც მას სეზონში 20 მილიონ ევროს სთავაზობს. სერგეის „ლაციოსთან“ კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, მაგრამ არაბები მზად არიან რომაელთა მოთხოვნილი 40 მილიონი ევროც გადაიხადონ.

სავიჩით „იუვენტუსი“ ინტერესდებოდა, მაგრამ საუდელებს ტურინელებზე უკეთესი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ, რაც როგორც ჩანს გადამწყვეტი ფაქტორი გახდა.

შეგახსენებთ, რომ მილინკოვიჩ-სავიჩი „ლაციომ“ 2015 წელს ბელგიური „გენკიდან“ შეიძინა და მას შემდეგ მან იტალიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 341 შეხვედრაში 69 გოლის გატანა მოახერხა. კარიერა სერგეიმ სამშობლოში, „ვოივოდინას“ რიგებში დაიწყო, ხოლო სერბეთის ნაკრებში 43-ჯერ აქვს ნათამაშები და თავი 7-ჯერ გამოიჩინა.

0.112948