ფეხბურთი

23:19 | 9.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ალ-ჰილალმა“ მორატას წელიწადში 50 მილიონევროიანი კონტრაქტი შესთავაზა

მადრიდის „ატლეტიკოს“ ესპანელი თავდამსხმელი, ალვარო მორატა, მრავალი კლუბის ინტერესის სფეროშია მოქცეული. Mundo Deportivo-ს ცნობით, ერთ-ერთმა მათგანმა, საუდურმა „ალ-ჰილალმა,“ 30 წლის თავდამსხმელს წელიწადში 50 მილიონევროიანი კონტრაქტი შესთავაზა.

საუდელები ესპანელი თავდამსხმელის შეტყუებას აპირებენ ასეთი უზარმაზარი შეთავაზებით, მაგრამ თავად მორატისთვის პრიორიტეტად ევროპული ვარიანტები რჩება. ესპანელი თავდამსხმელით სერია A-ს სამი კლუბი: „იუვენტუსი,“ „მილანი“ და „რომაა.“ დაინტერესებული.

ფეხბურთელის შეძენის ყველაზე დიდ მცდელობებს მილანური კლუბი მიმართავს, რომელმაც უკვე მოახერხა მისთვის ოთხწლიანი კონტრაქტის შეთავაზება, წელიწადში 5 მილიონი ევროს ანაზღაურებით.

2022/2023 წლების სეზონში მორატამ „ატლეტიკოს“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, 15 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.116192