ფეხბურთი

22:20 | 9.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩი „იუვენტუსს“ აღარ სჭირდება

„იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა ახალ სეზონში 36 წლის მცველ ლეონარდო ბონუჩის გუნდის მოთამაშედ აღარ მოიაზრებს - წერს Corriere della Sera.

წყაროს ცნობით, ტურინელთა ასეთი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი იტალიელი ფეხბურთელის მაღალი ხელფასია. „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ კლუბს განუცხადა, რომ ბონუჩი ძირითადის მოთამაშედ აღარ განიხილება.

36 წლის მცველს სერია B-ს „სამპდორიაში“ გადასვლა შეუძლია, რომელსაც ანდრეა პირლო ხელმძღვანელობს. ამჟამად გუნდი გამოცდილ შემსრულებლებს ეძებს. „სამპდორიას“ მიზანი სერია A-ში დაბრუნებაა.

ბონუჩი „იუვენტუსში“ 12 წელია თამაშობს (2017/2018 წლების სეზონში ის „მილანში“ თამაშობდა). გასულ სეზონში ყველა შეჯიბრში ბონუჩიმ 26 მატჩში ორი ბურთი გაიტანა. ფეხბურთელის კონტრაქტი ტურინულ კლუბთან ძალაშია 2024 წლის ივნისის ბოლომდე.

ბონუჩი და პირლო „იუვენტუსში“ ერთად ოთხი წლის განმავლობაში თამაშობდნენ.

0.116923