32 წლის ბულგარელმა ჩოგბურთელმა, გრიგორ დიმიტროვმა (ATP-ის რეიტინგში 24-ე), საკუთარი აზრი მსოფლიოს მეექვსე ჩოგნის, 20 წლის დანიელი დანი ჰოლგერ რუნეს შესახებ გამოთქვა, რომელსაც 2023 წლის უიმბლდონის მეოთხე ტურის მატჩში შეხვდება.
„ჰოლგერი ახალგაზრდა და ნიჭიერია. ძალიან საშიში მოთამაშეა, ისევე როგორც მე.“ - განაცხადა დიმიტროვმა შეჯიბრის მესამე ტურის მატჩის შემდეგ.
უიმბლდონის ბოლო ტურში დიმიტროვმა აშშ-ის წარმომადგენლი, ფრენსის ტიაფო (მეათე ჩოგანი) 6:2, 6:3, 6:2 დაამარცხა. რუნემ კი ესპანელი ჩოგბურთელი ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინა (34-ე) ანგარიშით 6: 3, 4:6, 3:6, 6:4, 7:6 (10:8).
2023 წლის უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირი 16 ივლისს დასრულდება.