ფეხბურთი

20:47 | 9.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე რიკომ, კომიდან გამოსვლის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა

პსჟ-ის მეკარემ, სერხიო რიკომ, კომაში ყოფნის შემდეგ, სოციალურ ქსელში პირველი განცხადება გააკეთა. ფეხბურთელმა საკუთარ ჯანმრთელობაზე ისაუბრა და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.

„ახლაც ვმუშაობ გამოჯანმრთელებაზე, რომელიც დღითიდღე უმჯობესდება. თავს ძალიან იღბლიანად ვგრძნობ - კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას და იმედია მალე შევხვდებით.“ - წერს რიკო სოციალურ ქსელში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეკარეს შეიძლება კარიერაც დაესრულებინა ცხენიდან გადმოვარდნის შემდეგ.

28 მაისს რიკო მძიმედ დაშავდა. ის საავადმყოფოში სამედიცინო ვერტმფრენით გადაიყვანეს. იქ ფეხბურთელს თავის ტვინში სისხლდენა დაუდგინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის არ არსებობს პროგნოზი, თუ როდის გაწერენ მეკარეს საავადმყოფოდან. ამასობაში მან 20 კილოგრამი დაიკლო.

0.111253