ფეხბურთი

17:27 | 8.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" "ლევანტედან" ნახევარმცველი დაიმატა

„ვალენსიამ“ „ლევანტედან“ ნახევარმცველი ხოსე ლუის გარსია ვაია დაიმატა, რომელიც ესპანეთში ცნობილია, უბრალოდ პეპელუს სახელით.

მან მესტალიელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ტრანსფერის ღირებულებამ 5 მილიონი ევრო შეადგინა.

პეპელუ „ლევანტეში“ 2015 წლიდან ირიცხებოდა, თუმცა ჯერ მეორე გუნდში იყო, მერე განათხოვრებული ჰყავდათ „ჰერკულესში“, „ტონდელსა“ და „გიმარაეშში“. მას ასევე ნათამაშები აქვს ესპანეთი 19 და 21-წლამდე ნაკრებებში.

0.104334