ფეხბურთი

13:25 | 8.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ფროზინონეს" პრეზიდენტი: "იმედი გვაქვს, რომ კვერნაძე მეტოქეებისთვის სასიკვდილო იარაღი იქნება"

„ფროზინონეს“ პრეზიდენტმა მაურიციო სტირპემ Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში კომენტარი გიორგი კვერნაძეზეც გააკეთა. მან იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ფეხბურთელი მეტოქეებისთვის სასიკვდილო იარაღი იქნება.

„კვერნაძეს რამდენიმე თვე ვაკვირდებოდით. მხოლოდ სერია A-ში გადასვლის შემთხვევაში შეგვეძლო მისი დამატება. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მეტოქეებისთვის სასიკვდილო იარაღი იქნება“, - თქვა სტირპემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერნაძე „ფროზინონეს“ ფოთის „კოლხეთიდან“ ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. იტალიური კლუბი სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს „ნაპოლის“ უმასპინძლებს.

0.112262