ლეგენდარული ნიდერლანდელი მეკარე ედვინ ვან დერ სარი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.
როგორც „აიაქსის“ ვებგვერდი იტყობინება, ვან დერ სარს თავის ტვინში სისხლჩაქცევა ჰქონდა, რის შედეგადაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ის ხორვატიაში ისვენებდა, როდესაც ცუდად გახდა და ჰოსპიტალში ვერტმფრენით გადაიყვანეს.
მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მაგრამ ნიდერლანდური მედიის ცნობით, მომდევნო 24 საათი გადამწყვეტი იქნება.
ედვინ ვან დერ სარი კარიერის განმავლობაში „აიაქსში“, „იუვენტუსში“, „ფულჰემსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა, ხოლო ნიდერლანდების ნაკრებში 130 მატჩი აქვს ჩატარებული.