ფეხბურთი

21:34 | 7.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კვერნაძის "ფროზინონე" ივლისში ოთხ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს

„ფროზინონემ“ პრესეზონზე ამხანაგური მატჩები დაგეგმა და კლუბის ვებგვერდმა გამოაქვეყნა ივლისში გასამართი სპარინგების თარიღი.

გიორგი კვერნაძის გუნდი პრესეზონზე პირველ მატჩს 15 ივლისს „მონდრაგონეს“ წინააღმდეგ ჩაატარებს, 4 დღის შემდეგ „ფერენტინოს“ დაუპირისპირდება, 22 ივლისს კი „ეკიპ ლაციოს“. თუ ეს სამი მეტოქე სამოყვარულო დონისაა, ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი 29 ივლისს, „სტადიო ბენიტო სტირპეზე“ სერია A-ს ბინადარ „სალერნიტანას“ შეხვდება.

აღნიშნული ამხანაგური მატჩები კვერნაძისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან საშუალება მიეცემა, რომ სამწვრთნელო შტაბს თავი მოაწონოს. „ფროზინონე“ სპარინგებს აგვისტოშიც ჩაატარებს, მაგრამ ჯერ მეტოქეები უცნობია.

აქვე გეტყვით, რომ „ფროზინონე“ სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს, „ნაპოლის“ უმასპინძლებს.

0.110432