„ნაპოლი“ 2023-2024 წლების სეზონისთვის მაისურების ოფიციალურ პრეზენტაციას 12 ივლისს გამართავს. თუმცა, იტალიურ მედიაში უკვე გაჩნდა ინფორმაცია, თუ როგორი დიზაინის იქნება ახალი მაისური.
ცხადია, მაისურზე დატანილი იქნება სკუდეტოს აღმნიშვნელი ნიშანი, იტალიის დროშა, რაც იტალიაში ტრადიციაა - სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი ყოველთვის ამ ნიშნით თამაშობს. ჩემპიონობის აღმნიშვნელი დროშა მაისურის შუაში იქნება დატანილი.
აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელებს ახალი გენერალური სპონსორი ეყოლებათ. Lete-სთან 20-წლიანი თანამშრომლობა როგორც ჩანს დასრულდა, მას კომპანია MSC ჩაანაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სეზონისთვის მზადებას 14 ივლისიდან დაიწყებს, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს, სტუმრად გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ დაუპირისპირდება.