ფეხბურთი

15:47 | 7.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "იუვენტუსის" სპორტულ დირექტორად კრისტიანო ჯუნტოლი დაინიშნა

ტურინის „იუვენტუსმა“ კრისტიანო ჯუნტოლი სპორტულ დირექტორად დანიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ტოსკანელმა მენეჯერმა „ბებერ ქალბატონთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯუნტოლი ბოლოს „ნაპოლიში“ მუშაობდა (2015 წლიდან), რომელთანაც კონტრაქტი გაწყვიტა და „იუვეში“ გადავიდა.

სწორედ მის სახელს უკავშირდება ერთი წლის წინ „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი. ჯუნტოლი „აძურიმდე“ „კარპიში“ მუშაობდა.

„წარმოუდგენელი შეგრძნებები მაქვს, ენით აუწერელი, რადგან მე ვიყავი ბავშვი, რომელმაც პრატოდან ავტობუსით 8 საათი იმგზავრა, რომ „იუვენტუსის“ თამაში ენახა, საოცარი ემოციაა. რა თქმა უნდა, მამაჩემზე ვფიქრობ, რომელიც „იუვენტუსის“ დიდი გულშემატკივარი იყო, მან ადრეული ასაკიდან ჩამინერგა „იუვენტუსის“ სული. ახლა სხვებზე მეტი უნდა ვიმუშაოთ და თუ სხვებზე უკეთაც ვიმუშავებთ, წარმატებას მივაღწევთ. უნდა დავივიწყოთ სიტყვა მე და მხოლოდ სიტყვა ჩვენ არსებობდეს“, - თქვა ჯუნტოლიმ.

0.110981