ფეხბურთი

1:28 | 7.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ივან პერიშიჩი ხორვატიაში დაბრუნებას აპირებს

ლონდონის „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი ივან პერიშიჩი მზადაა სამშობლოში დაბრუნდეს და კარიერა სპლიტის „ჰაიდუკში“ გააგრძელოს.

Sky Sport-ის ინფორმაციით, 34 წლის ფეხბურთელი მზადაა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტოს, რომელიც ძალაში მომდევნო ზაფხულამდეა.

პერიშიჩი სპლიტში დაიბადა და კარიერაც „ჰაიდუკში“ დაიწყო, თუმცა 2006 წელს ხორვატია დატოვა და „სოშოს“ აკადემიაში გადავიდა. მას პროფესიონალურ დონეზე ხორვატიაში არასდროს უთამაშია.

კარიერის განმავლობაში პერიშიჩი „როზელარეს“, „ბრიუგეს“, „დორტმუნდის“, „ვოლფსბურგის“, „ინტერის“ და „ბაიერნის“ წევრი იყო, ხოლო „ტოტენჰემში“ გასული წლიდან თამაშობს.

0.122896