მილანის „ინტერმა“ „სასუოლოდან“ დავიდე ფრატეზის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
„ინტერმა“ ფრატეზი იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის ვალდებულებით დაიმატა, ამიტომაც კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. მილანელებს იჯარა 6 მილიონი, ხოლო გამოსყიდვა 27 მილიონი ევრო დაუჯდებათ, რასაც 5 მილიონი შეიძლება ბონუსის სახით დაემატოს.
23 წლის ფეხბურთელმა „ლაციოსა“ და „რომას“ აკადემიებში ითამაშა, პროფესიონალურ დონეზე კი „ასკოლის“, „ემპოლისა“ და „მონცას“ წევრი იყო. 2021 წლიდან ის „სასუოლოში“ ირჯებოდა და 76 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებში ფრატეზის აქტივში 6 მატჩი და 1 გოლია.