ფეხბურთი

23:52 | 6.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

გრანიტ ჯაკა გერმანიაში დაბრუნდა და "ლევერკუზენში" ითამაშებს

შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელი გრანიტ ჯაკა კარიერას „ლევერკუზენში“ გააგრძელებს. ტრანსფერი გერმანული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ჯაკამ „ფარმაცევტებთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გერმანიაში 7-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. 2012-2016 წლებში ის „გლადბახის“ ღირსებას იცავდა.

2016 წლიდან ჯაკა „არსენალის“ წევრი იყო, სადაც 297 მატჩში 23 გოლის გატანა მოახერხა, კარიერა კი სამშობლოში, „ბაზელის“ რიგებში დაიწყო.

0.122618