პოლონეთის მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მიმდინარე გათამაშებაზე, ხეცურიანმა ხმალში, მერვედფინალში გერმანელ ჰატერს 15:5 მოუგო, მეოთხედფინალში ჩინელი მოწინააღმდეგე აო 15:6 დაამარცხა. ხოლო ნახევარფინალში ქართველმა სპორტსმენმა ჩინელ ქსიაოს 15:12 აჯობა. ფინალური ბრძოლა ირმამ იტალიელ პასკუინოსთან 11:15 დაღმო და შესაბამისად მეორე ადგილზე გავიდა.
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები მიმდინარე ტურნირზე ასპარეზობას განაგრძობს. ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი მედლების მოპოვებას რაპირით ფარიკაობაში ეცდებია.